ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასები ეცემა

ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასები ეცემა

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასი ეცემა – ერთდღიან ჭრილში უნცია (28.3 გრამი) ოქროს ფასი 0.5%-ითაა შემცირებული და ამჟამად 1,948 დოლარს შეადგენს. ეცემა ვერცხლის ფასიც და მიმდინარე სავაჭრო სესიაზე ვარდნის მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს.

ბირჟაზე მეტალებს ფასების შემცირება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრასთან. მართალია, ივნისის სხდომაზე FED-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 5%-იან ნიშნულზე დატოვა, თუმცა რეზერვის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა ინვესტორებისთვის საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელა.

პაუელის განცხადებით, FED-ის მომდევნო გადაწყვეტილება სრულად იქნება დამოკიდებული ინფლაციურ მონაცემებზე და თუ ფასების ზრდის ტენდენცია არ დაიძლევა, მაშინ მონეტარული პოლიტიკა დამატებით 50 საბაზო პუნქტით გაიზრდება, რაც ანალიტიკოსების საბაზო სცენარით არ იყო გათვალისწინებული.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ამერიკული დოლარის გამყარებას იწვევს, რაც მეტალების ბირჟაზე ნეგატიურად აისახება. ზოგადად ოქროს, ვერცხლსა და დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინვესტორებს უბიძგებს, თავიანთი კაპიტალი არა 0%-იანი ამონაგების მქონე ოქროში, არამედ სახაზინო ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტაში დააბანდონ, განსაკუთრებით კი აშშ-ში.

მსგავსი სიახლეები

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება” – სოლომონ პავლიაშვილი

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ…

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და მივიღოთ ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც  თავისთავად ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს…
2024 წელს საქართველომ $2.2 მილიარდის აგროსურსათი იყიდა – იმპორტი ექსპორტზე $516 მილიონით მეტია

2024 წელს საქართველომ $2.2 მილიარდის აგროსურსათი იყიდა – იმპორტი…

2024 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მლრდ 680 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 17%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ…
დღევანდელი დროის ყველაზე სახიფათო ეკონომიკური დანაშაულები: სიღრმისეული ანალიზი

დღევანდელი დროის ყველაზე სახიფათო ეკონომიკური დანაშაულები: სიღრმისეული ანალიზი

საბა ხელაშვილი, ადვოკატი ეკონომიკური დანაშაულების შესავალი ეკონომიკური დანაშაული 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. ეს ფენომენი მოიცავს უკანონო და დახვეწილ ქმედებათა…